ნატურალური საფაღარათო საშუალება საკუთარი ხელით, რომელიც დაგიცლით და გაგიწმენდთ ნაწლავებს

ყაბზობა, ანუ შეკრულობა ნაწლავების დაყოვნებული დაცლა, გაძნელებული ან არასრული დაცლაა. ჯანმრთელ ადამიანს ნაწლავის მოქმედება დღე-ღამეში ერთხელ აქვს, შესაძლებელია დეფიკაცია ორი დღითაც დაყოვნდეს. მაგრამ თუ ნაწლავის მოქმედება 48 საათს გადაცდა, შეკრულობად ჩაითვლება.

ყაბზობას ახლავს მრავალი ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიცაა მუცლის შებერვა, ბოყინი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი, უსიამოვნო შეგრძნება.

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. შეზღუდეთ ცომეულის მიღება. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ბოჭკოებით მდიდარი საკვები პროდუქტები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული საფაღარათო საშუალების რეცეპტს, რომლის  წყალობით შეძლებთ ნაწლავის მსუბუქად გაწმენდას და ნარჩენების გამოდევნას. სამკურნალო სასმელი გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. ამავე დროს ორგანიზმს მიაწვდით საჭირო საკვებ ნივთიერებებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქლიავის ჩირი 150 გრ
  • ფინიკი 160 გრ
  • წყალი 5 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი აადუღეთ.
  2. შავი ქლიავი და ფინიკი დაჭერით.
  3. ინგრედიენტები დაამატეთ ადუღებულ წყალს და ადუღეთ 15 წუთი.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  5. წამალი გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

სასმელის 1 ს. კ. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, საუზმის წინ. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!