ხორცის არომატული, ნოყიერი და ფუმფულა კექსი, რომელიც უგემრიელესი გამოდის

შემოგთავაზებთ საოცრად არომატული, უგემრიელესი, ნოყიერი და ფუმფულა კექსის რეცეპტს.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სარდელი 4 ცალი
  • ყველი 150 გრ
  • მაიონეზი 100 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მწვანილი (ოხრახუში, ცოტა კამა, შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანი)
  • სოდა/ძმრით 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მაიონეზი, არაჟანი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა/ძმრით და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი.
  2. სარდელი და ყველი დაჭერით კუბიკებად, მწვანილი დაჭერით წვრილად და დანარჩენ ინგრედიენტეთან ერთად შეურიეთ მომზადებულ ცომს.
  3. გამოსაცხობად დაგჭირდებათ კექსის ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭიდება 50-60 წუთი (დრო განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის მიხედვით).

კექსი გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით და ყველა აღაფრთოვანეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.

გემრიელად მიირთვით!