დეკორატიული ქილა სწრაფად გაგათავისუფლებთ ხვრინვისგან და მოგცემთ ხარისხიანად გამოძინების საშუალებას

ადამიანთა უმეტეს ნაწილს აწუხებს ხვრინვა. ხვრინვა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ჭარბი წონა. ამიტომ, ამ უსიამოვნო პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაზე გონივრული გზა, როგორც წესი, არის ცხვირის პრობლემების აღმოფხვრა ან წონის დაკლება.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მშვიდ ძილზე და შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თავი დააღწიოთ ხვრინვას. პრეპარატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ელემენტები:

  • ჟელატინი 2 შეფუთვა
  • მარილი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • მარჯორამის ეთერზეთი 12 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 12 წვეთი
  • ევკალიპტის ეთერზეთი 12 წვეთი
  • ლავანდის ეთერზეთი 12 წვეთი

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები:

  • ორი ცალი საშუალოზე პატარა ზომის ბოთლი.
  • ყვითელი ფერის საკვების საღებავი (თქვენი სურვილის მიხედვით).

მომზადების  წესი:

  1. ნახევარი ჩ. ჭ. წყალი აადუღეთ და გადმოიტანეთ მინის კონტეინერში.
  2. ადუღებულ წყალს დაამატეთ მარილი და ურევთ, სანამ არ გაიხსნება.
  3. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ჟელატინი, თან ურევთ განუწყვეტლივ. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
  4. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყალი და აურიეთ.
  5. ბოლოს დაამატეთ მოცემული ეთერზეთები, საღებავი და აურიეთ.
  6. მზა მასა გასქელებამდე გადაიტანეთ ბოთლებში და დაახურეთ ხუფი.

მკურნალობის ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომზადებული ნარევი ძილის წინ 20-ჯერ ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ. შემდეგ საწოლის გვერდით დადეთ (თავმოხდილი) ბოთლი და დაიძინეთ მშვიდად. დილით ბოთლს ისევ დაახურეთ ხუფი.

კიდევ ერთ მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომლის წყალობითაც თავს დააღწევთ ხვრინვას. ძილის წინ ჩაიტარეთ უმარტივესი პროცედურა. 1 ს. კ. თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი და 20 წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ პირში და საფუძვლიანად გამოივლეთ ყელში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!