ხორცისა და ყველის არომატებით გაჯერებული უგემრიელესი წვნიანი კერძი ფრანგული სამზარეულოდან

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს ფრანგული სამზარეულოდან. ხორცისა და ყველის არომატით გაჯერებული წვნიანი კერძი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხორცი (თქვენთვის სასურველი) 500 გრ
  • კარტოფილი 4 ცალი
  • ხახვი 2 თავი
  • პამიდორი 1 ცალი
  • მაიონეზი
  • ყველი 150 გრ
  • შავი პილპილი, ლიმონის წვენი ცოტა, პაპრიკა

მომზადების წესი:

  1. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, გარეცხეთ, დაყარეთ საწურზე და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. შემდეგ შეაზავეთ მარილით, ლიმონის წვენითა და სანელებლებით.
  3. კარტოფილი, ხახვი და პამიდორი დაჭერით რგოლებად.
  4. საცხობ ფორმაზე დაასხით ცოტა ზეთი და ხორცი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ კარტოფილი, შემდეგ_ხახვი, პამიდორი, მაიონეზი და ბოლოს ყველი.
  5. თავდაპირველად, ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ღუმელს ოდნავ დაუწიეთ.  მოსამზადებლად დასჭირდება 45-50 წუთი. მზა კერძი ღუმელიდან 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!