კანზე გაჩენილი მუქი ლაქებისა და წრეების მოშორებაში მარტივი საშინაო რეცეპტი დაგეხმარებათ

იღლიების, მუხლებისა და იდაყვების კანზე შემაშფოთებელი მუქი ლაქები, მართლაც, რომ უსიამოვნო დასანახია.   სამწუხაროდ, ეს პრობლემა უამრავ ქალს აწუხებს, მაგრამ მისი  აღმოფხვრა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს და უამრავი მარტივი საშუალება არსებობს, რომელთა გამოყენებით შეძლებთ კანის გაღიავებას.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მუქი ლაქების წარმოქმნის მთავარი მიზეზი არის მოცემულ ადგილებში მკვდარი უჯრედების დაგროვება. გარდა ამისა, კანის გამუქება შეიძლება  ტანსაცმელთან და მყარ ზედაპირთან მუდმივმა ხახუნმა გამოიწვიოს.

კანის ზოგიერთ უბანზე მუქი ლაქების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, სიმსუქნე, გადაჭარბებული ტენიანობა, მავნე დეოდორანტების გამოყენება.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ იღლიების, იდაყვებისა და მუხლების კანის გაღიავებას.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 2 ს. კ.
  • კარტოფილის წვენი 2 ს. კ.
  • ჭარხლის წვენი 2 ს. კ.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის ჭურჭელი.
  2. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ.
  3. აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ თბილ წყალში, გაწურეთ და 10-15 წუთით დაიფინეთ დაზიანებულ, ანუ გამუქებულ ადგილებზე. ამ გზით შეძლებთ კანის დარბილებას და ფორების გახსნას.
  4. მომზადებული მასა პირსახოცის ბოლოთი წაისვით მუქ ადგილებზე და დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე.
  5. ნარევი მოიშორეთ მკვრივი ღრუბლით და შემდეგ დაიბანეთ.

შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, ხოლო კანის პიგმენტაციისგან სრულ გაწმენდას შეძლებთ, დაახლოებით, 3 კვირის შემდეგ.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ. პროცედურის მიზანი არის დაზიანებული ადგილებისგან მკვდარი უჯრედების მოშორება და კანის დატენიანება.

თუ თქვენი პრობლემა უფრო სერიოზულია ან შენიშნეთ უსიამოვნო ცვლილებები დერმაში, უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს.