შემოგთავაზებთ შოკოლადის უგემრიელესი და არომატული სამარხვო კექსის რეცეპტს. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია და მის დაგემოვნებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 350 გრ
- კაკაო 30 გრ
- ზეთი 100 მლ
- ძმარი 1,5 ს. კ.
- ცივი წყალი 350 მლ
- სოდა 1,5 ჩ. კ.
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- შაქარი 200 გრ
მომზადების წესი:
- თასში აურიეთ კაკაო, შაქარი, ვანილი, სოდა და მარილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, ზეთი, ძმარი და აურიეთ. თანდათან დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
უგემრიელესი კექსი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით ან გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!