შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ უგემრიელესი მასკარპონეს მომზადებას. მასკარპონე იტალიური ნაღების ყველია, მაგრამ მოცემული რეცეპტის მიხედვით, მასკარპონეს მოსამზადებლად იყენებთ არაჟანს. ყველის ცხიმიანობა დამოკიდებულია არაჟნის ცხიმიანობაზე. კილო-ნახევარი არაჟნით მიიღებთ, დაახლოებით 1 კგ-მდე ყველს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- არაჟანი ცხიმიანი-1 კგ 500 გრ
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ თუშფალანგი და საწურზე ოდნავ დიდი დიამეტრის თასი.
- თასი დადეთ მაგიდაზე. მარლა გადაკეცეთ ხუთ ფენად. ქვაბზე დადეთ თუშფალანგი და ზემოდან დააფარეთ მარლა.
- მარლაზე დაიტანეთ ცივი არაჟანი. მარლა რაც შეიძლება მჭიდროდ შეკარით და ზემოდან დაადეთ სიმძიმე, დაახლოებით, 2-4 კგ-მდე. არაჟანი შრატისგან უნდა დაიწუროს. არაჟნიანი თასი 2 დღით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მიღებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და სურვილისამებრ შეაზავეთ მარილითა და პილპილით ან მოამზადეთ ,,ტირამისუ“.
ყველი შეინახეთ მაცივარში. მოამზადეთ მასკარპონე და გემრიელად მიირთვით!