7 საუკეთესო კრემის მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს ტორტებსა და ნამცხვრებს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ საუკეთესო კრემების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ უგემრიელესი ტორტებისა და  დესერტების მომზადებას.

1. კლასიკური კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 500 მლ
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილი
  • ფქვილი 50 გრ
  • 4 ცალი კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ვანილი, ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. რძე აადუღეთ და შეურიეთ კვერცხიან მასას. მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ადუღეთ გასქელებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. გაგრილების შემდეგ კრემი თითო-თითო კოვზობით შეურიეთ კარგად ათქვეფილ 150 გრ კარაქს.
  4. ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის.

2. კარაქის უნივერსალური კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 200 გრ
  • კვერცხი (დიდი) 4 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. ქვაბი უნდა იყოს მშრალი. ათქვიფეთ კვერცხი და შემდეგ შეურიეთ შაქარი.
  2. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. მიიღებთ სქელ მასას.
  3. მომზადებული მასა ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და ურევთ გაგრილებამდე.
  4. ცალკე თასში ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქრის ფხვნილი. შემდეგ თანდათან შეათქვიფეთ კვერცხიანი მასა. ბოლოს დაამატეთ მწიკვი ვანილი.

3. კრემი შესქელებული რძითა და კვერცხით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარბილებული კარაქი 200 გრ
  • შესქელებული რძე 100 გრ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ვანილი, კონიაკი

მომზადების  წესი:

ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე. აგრძელებთ თქვეფას და სათითაოდ  ამატებთ კვერცხის გულებს. შეურიეთ ვანილი და კონიაკი.

4. შესქელებული რძისა და კარაქის კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 200 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, კარგად ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.  შემდეგ თანდათან დაამატეთ შესქელებული რძე და ვანილი.

5. კრემი ,,მასკარპონე“

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო ცხიმიანი 200 გრ
  • ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის 200 მლ

მომზადების წესი:

ხაჭო გაატარეთ საცერზე და შეათქვიფეთ ცივი ნაღები. თქვეფთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.

6. მოხარშული კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • კარაქი 100 გრ
  • ფქვილი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში აურიეთ ფქვილი და კვერცხი.
  2. ცალკე ქვაბში აადუღეთ რძე, დაამატეთ შაქარი და აურიეთ.
  3. ადუღებული რძე ნელ-ნელა დაასხით ფქვილიან მასას და ნიჩაბით კარგად აურიეთ.
  4. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. გასქელებული მასა ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. ცხელს შეურიეთ კარაქი, ვანილის შაქარი. კრემი გააგრილეთ და შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით. თქვეფთ დაახლოებით, 3-5 წუთი. მიიღებთ ჰაეროვან და ძალიან გემრიელ კრემს.

7. კარაქის კრემი

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კრემი უმარტივესი მოსამზადებელია, ძალიან გემრიელია.

  • კარაქი 250 გრ (ოთახის ტემპერატურის)
  • შაქრის ფხვნილი 200 გრ
  • რძე 100-150 მლ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  2. კარაქი, ვანილი და შაქარი კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ რძე. თქვეფა გააგრძელეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. თქვეფთ 4-5 წუთი. მიიღებთ ჰაეროვან, ნაზ და მსუბუქ კრემს.