შემოგთავაზებთ ხორცის უგემრიელესი შიგთავსითა და კარტოფილის ცომით მომზადებული ღვეზელის რეცეპტს. ნაზი და ჰაეროვანი ღვეზელი უმარტივესი მოსამზადებელია
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი (საშუალო) 2 ცალი
- ფქვილი 150 გრ
- კარაქი 80 გრ
- მარილი მწიკვი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვი 1 თავი
- ბულგარული პილპილი (წითელი) 3 ცალი
- ფარში 500 გრ
- პამიდორი 2 ცალი
- პაპრიკა 1 ჩ. კ.
- ყველი 200 გრ
- მარილი, პილპილი, ზეთი
მომზადების წესი:
- კარტოფილი მოხარშეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი შეწვით ზეთში. მზა ხახვი გადმოიტანეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოთუშეთ ხორცი. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული პილპილი, მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი და აურიეთ.
- მოხარშულ კარტოფილს გადაუქციეთ წყალი და მოამზადეთ პიურე. პიურე შეაზავეთ კარაქითა და მარილით. თბილ მასას შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ ფაფუკ ცომს. თუ ცომი წებოვანი გამოგივიდათ დაამატეთ ცოტა ფქვილი.
- მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ.
- დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ ცომი. ცომი ამოიტანეთ ფორის გვერდებზე.
- შემდეგ ცომზე გაანაწილეთ შიგთავსი. ზემოდან მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი პამიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.
მოამზადეთ საოცრად არომატული, ნაზი, ფაფუკი ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!