ვაშლის უგემრიელესი ფუნთუშები განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან. ისეთი ნაზი და გემრიელია, აუცილებლად შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ ფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს, რომელსაც განუმეორებელ არომატს ჰმატებს ვაშლი. რამდენიმე წუთში შეძლებთ მოსამზადებლად უმარტივესი ფუნთუშებით პირის ჩატკბარუნებას.

ფუნთუშების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • შაქარი 120 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარგანინი ან კარაქი 200 გრ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 1 შეფუთვა
  • ვაშლი 4 ცალი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი, გამდნარი მარგანინი და აურიეთ. შემდეგ თანდათან შეაზილეთ ფქვილი და ბოლოს შეურიეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.  მომზადებული ცომის თითო-თითო სუფრის კოვზი დადეთ საცხობ ფორმაზე, დაიცავით მანძილი, რადგან ცომი მოცულობაში იმატებს.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები გააგრილეთ, დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად.