უკვე რამდენიმე პროცედურაში კანი გლუვი და ნაზი გახდება. ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება უებარია ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელსაც აქვს ბოტოქსის ეფექტი. ნიღაბს არ  აქვს უკუჩვენება და შეგიძლიათ გამოიყენოთ მუდმივად.

მოცემული ნიღაბის რეგულარულად გამოყენებით კანს მიანიჭებთ სიგლუვეს, გაისწორებთ ნაოჭებს და გაიახალგაზრდავებთ კანს. ნიღაბი კვებავს კანს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაფილტრული წყალი 150 მლ
  • იოგურტი 1 ს. კ. (ნატურალური, დანამატების გარეშე)
  • სტაფილოს წვენი 90 მლ
  • სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

სახამებელს დაასხით წყალი და კარგად აურიეთ. შემდეგ ნარევი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ,  როგორც კი გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, არ აადუღოთ. შემდეგ გააგრილეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

პირველ რიგში, სახე კარგად დაიბანეთ. მოცემული ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და ფუნჯის საშუალებით, ვერტიკალური მოძრაობებით, თანაბრად გაინაწილეთ კისერზე და სახის კანზე.

სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.