შაქარი ტკბილი გემოს საკვები პროდუქტია. სტატიაში არ ვისაუბრებთ შაქრის სარგებელსა და მავნებლობაზე.
ამჯერად, შემოგთავაზებთ შაქრის გამოყენების რამდენიმე უმარტივეს მეთოდს, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება.
1. ნაკბენები
ფუტკრის ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თუ ნაკბენ ადგილას ცოტა შაქარს დაიყრით, სწრაფად მოგეხსნებათ ქავილი და შეშუპება.
2. ყვავილები
თუ ყვავილების თაიგული გაჩუქეს და გსურთ, რომ გაუხანგრძლივოთ მათ სიცოცხლე, ჩადეთ წყლის, ცოტა ვაშლის ძმრისა და შაქრის ნარევში. ლამაზი თაიგული დიდხანს გაახარებს თქვენს თვალსა და გულს.
3. ბალახების ლაქები
ბალახის ლაქები ძნელად მოსაშორებელია. ბავშვების სამოსი კი ხშირად ლაქავდება ბალახებით. ამ პრობლემის აღმოფხვრა არ გაგიჭირდებათ თუ სამოსს შაქრიან წყალში ჩაალბობთ.
4. დაიბანეთ ხელები
თუ გიჭირთ ხელებიდან ლაქების ან ჭუჭყის მოშორება, სველ ხელებზე დაიყარეთ ცოტა შაქარი და კარგად შეიზილეთ. ამ მარტივი პილინგის საშუალებით ზეთოვანი ლაქების მოშორებასაც კი შეძლებთ.
5. ფეხების პილინგი
აურიეთ პიტნის ზეთი და შაქარი. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ფეხებზე. პილინგის შედეგად შეძლებთ ფეხებზე მკვდარი უჯრედების მოშორებას და კანის გაწმენდას.
6. სახის კანის პილინგი
თანაბარი რაოდენობით აიღეთ შაქარი, ბრინჯის ფქვილი, დაამატეთ ცოტა რძე და აურიეთ. მოცემული საშუალება დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 2 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. პროცედურის ბოლოს სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
7. ტუჩების სკრაბი
უბრალოდ დაისველეთ ხელები თბილ წყალში, შემდეგ ჩაყავით შაქარში და ტუჩებზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სკრაბი, როგორც ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ ისევ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
8. ჭრილობები
ვთქვათ, გაიჭერით ხელი და სისხლი არ გიჩერდებათ, დაიყარეთ ცოტა შაქარი. შაქარი შეგიჩერებთ სისხლდენას და ასწრაფებს ჭრილობის შეხორცებას.