შემოგთავაზებთ უძლიერეს რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მუცლის ცხიმების დნობას და თვეში დაიკლებთ 3-5 კგ-მდე.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუცლის გარშემო ცხიმების დაგროვების მთავარი მიზეზი არის ზარმაცი ნაწლავის სინდრომი.
მოცემული ხელნაკეთი საშუალებით ჩაანაცვლეთ საუზმე და შეძლებთ წონის დაკლებას, მუცლის შემცირებას. გარდა წონის კლებისა, გაიუმჯობესებთ კანის, თმების, ფრჩხილების მდგომარეობას. სასმელი გმატებთ ძალას და აღგავსებთ ენერგიით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი ქლიავის ჩირი 6 ცალი
- ქიშმიში (უწიპწო) 1 ჩ. კ. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 3 ცალი გარგრის ჩირით ან 1 ცალი ლეღვის ჩირით, ან 5 ცალი ფინიკით)
- ანადუღარი თბილი წყალი 100 მლ
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- კაკაო 1 ჩ. კ.
- სელის დაფქული თესლი 1 ჩ. კ.
- კეფირი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იოგურტით, ან სეზამის რძით, ან ნუშის რძით, ან გაფილტრული წყალით) 300 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- ქლიავი მოათავსეთ ფინჯანში, დაამატეთ ქიშმიში, დაასხით ანადუღარი თბილი წყალი, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 10 წუთი.
- ქილაში მოათავსეთ შვრიის ფანტელი, დაამატეთ კაკაო, სელის დაფქული თესლი და აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ კეფირი და კარგად აურიეთ.
- ჩირებს გადაუქციეთ წყალი, დაჭერით წვრილად, დაამატეთ კეფირიან მასას და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
- მომზადებული ნარევი დილამდე შედეთ მაცივარში.
- გემრიელი კერძი მიიღეთ საუზმის ნაცვლად.
რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ გაფილტრული წყალი, ბალახების ჩაი.
ერთი თვის განმავლობაში დაიკლებთ 3-5 კგ-მდე, განსაკუთრებით მუცლის მიდამოში. გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან და შებერილი მუცლისგან.