შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმების წვას. მოცემული სასმელის საშუალებით ბუნებრივი გზით დაიკლებთ წონაში, შეძლებთ გქონდეთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი.
თუ ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაიწყებთ მოცემული სასმელის მიღებას, მალე შეამჩნევთ, რომ კანქვეშა ცხიმები ნელ-ნელა ქრება, განსაკუთრებით მუცლის არედან. გახდომის პროცესს კიდევ უფრო მეტად აასწრაფებთ თუ ქვემოთ მოცემულ რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაითვალისწინებთ:
შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების მიღება, ყურადღება გაამახვილეთ ბუნებრივ საკვებზე, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვას.
გაითვალისწინეთ, ადამიანები, რომლებიც დაძინებამდე 2 საათით ადრე იღებენ ნოყიერ საკვებს, სწრაფად იმატებენ წონაში. ამიტომ უარი თქვით ღამით ჭამაზე.
იდეალური ფორმების მისაღებად მარტო მოცემული სასმელის მიღება არ არის საკმარისი. სასურველის შედეგის მისაღებად ივარჯიშეთ და იკვებეთ სწორად.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
- დაჭრილი ოხრახუში 3 ს. კ.
- 1 ცალი ლიმონის წვენი
- წყალი 400 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, წყალს დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ 3-5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, ვაშლის ძმარი და აურიეთ.
- სასმელი მიიღეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ, სასურველი შედეგების მიღებამდე. შედეგიც დიდ ხანს არ დააყოვნებს.
მოცემული სასმელი მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით არის დატვირთული, ამიტომ არ აქვს გვერდითი მოვლენები.