შემოგთავაზებთ ხაჭოს არომატული შიგთავსისა და ფხვიერი ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 250 გრ
- კარაქი 120 გრ
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- არაჟანი 2 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხის გული
- კაკაო 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 1 კგ
- შაქარი 200 გრ
- ნაღები 400 გრ
- კვერცხი 5 ცალი
- სახამებელი 30 გრ
- ქოქოსის ფანტელები 60 გრ
მომზადების წესი:
- ფქვილს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი. მიიღებთ ფხვიერ ცომს.
- კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, შეურიეთ ფქვილიან ნარევს და მოზილეთ ცომი. მომზადებული ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედეთ საყინულეში.
- ამზადებთ შიგთავსს: ხაჭოს დაამატეთ ნაღები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კვერცხს დაამატეთ სახამებელი და დააბლენდერეთ. შემდეგ კოვზით შეურიეთ ქოქოსის ფანტელი.
- ხაჭოსა და ქოქოსის მასები გააერთიანეთ და არომატული შიგთავსიც მზად არის.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
- ცომის ერთი ნაწილი გამოიღეთ მაცივრიდან, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და საცხობ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ. გახეხილ ცომზე გაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან დაახეხეთ ცომის მეორე ნაწილი.
- ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი.
- დესერტი გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. უმჯობესია, ტორტის მოსახსნელ ფორმას თუ გამოიყენებთ.
ულამაზესი და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!