შემოგთავაზებთ ყველაზე გემრიელი და უჩვეულო ნამცხვრის რეცეეპტს. უჩვეულოდ თხელ ცომს ასხამთ საცხობ ფორმაში, აცხობთ 1 საათი და იღებთ ნაზი კრემის მსგავსი შიგთავსის მქონე უგემრიელეს ბისკვიტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- თბილი რძე 2 ჩ. ჭ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 120 გრ
- ვანილინი 1 ჩ. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა მოათავსეთ მშრალ ჭურჭელში, დაამატეთ მარილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- კარაქი გაადნეთ. კვერცხის გულები შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ და შეურიეთ თბილი კარაქი და წყალი. შემდეგ დაასხით რძე, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ბოლოს ფრთხილად შეურიეთ ცილის მყარი მასა.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი.
- გაგრილებულ ბისკვიტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ფუმფულა ბისკვიტი კრემისებური ნაზი შიგთავსით დაჭერით გაგრილების შემდეგ.
გემრიელად მიირთვით!