ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წანაზარდები ტკივილთან ერთად ბევრ პრობლემას გიქმნით. ადამიანები ამ მტანჯველი ტკივილისგან თავის დაღწევას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მაგალითად, ზოგიერთი ქირურგიულ ჩარევას ამჯობინებს, ზოგი კი-ბუნებრივი საშუალებებით გაჯერებული ხალხურ რეცეპტებით განკურნებას.
ეს პრობლემა აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისთვის განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რომელთაც მაღალსუსლიანი ფეხსაცმლის გამოყენება მოსწონთ. რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან ისინი, ვისაც პროფესიული საქმიანობის წყალობით დატვირთვა მოუდით ტერფის წინა ნაწილებზე და გარდა ამისა მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა და მძიმე წონა. მაგრამ ამ პრობლემის წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ვიწრო ფეხსაცმელი. თუ ადრე ეს დაავადება 40 წელს ზემოთ ქალბატონებს აწუხებდათ, ახლა უკვე 20 წლის გოგონებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
ექიმების რეკომენდაციით წანაზარდების სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური რეცეპტით დამზადებული მალამო.
მომზადების წესი:
აიღეთ უმი კვერცხი, გარეცხეთ, ჩადეთ ფინჯანში, დაფარეთ ძმრით, დადეთ ბნელ ადგილას და დააყოვნეთ ორი კვირით. კვერცხი უნდა დაიშალოს, გარსი გადააგდეთ, ხოლო კვერცხი კარგად აურიეთ 1 ს. კ. გამდნარ ღორის ქონში და 10 გრ სკიპიდარის მალამოში. მომზადებული მალამო გამოიყენეთ დღეგამოშვებით იოდთან მონაცვლეობით.
შეგიძლიათ აგრეთვე წანაზარდებზე შეიზილოთ ორქთლის აბაზანაზე გაცხელებული თაფლი.
სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ სამკურნალო საშუალება. აიღეთ 1 წილი 3% -იანი იოდი, 2 წილი ლიმონის წვენი და 2 აბი დაფხვნილი ასპირინი. იგრედიენტები აურიეთ, მარლის საფენი გაჟღინთეთ, დაიდეთ წანაზარდზე, დაიფინეთ ცელოფანი და შეიხვიეთ. პროცედურა ჩაიტარეთ სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი ერთი კვირით დაისვენეთ.
წანაზარდების სამკურნალოდ ეფექტურია შინაგანი გამოყენების შარდმდენი ეფექტის ნაყენები, რომელთაც მოამზადებთ წიწმატურას, დათვისკენკრას, წითელი მოცვის, არყის კვირტების ფესვებისგან.
წანაზარდებისგან სრული გათავისუფლებისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
არ მისცეთ წანაზარდებს გაზრდის საშუალება, თორემ სიარული ძალიან გაგიჭირდებათ.
მოამზდეთ ხალხური რეცეპტების ეს უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.