ღვიძლი ადამიანის სხეულის უდიდესი ორგანოა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელ უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს.
ღვიძლი წმენდს ორგანიზმს, პასუხისმგებელია ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ცილების მეტაბოლიზმზე, წმენდს სისხლს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. ეს იმ ფუნქციათა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ასრულებს ღვიძლი.
ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა ასარიდებლად აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს რეგულარულად გაწმენდა.
საკვები კვებავს ან წამლავს ღვიძლს. უმჯობესია, უარი თქვათ ალკოჰოლის, წითელი ხორცის, თეთრი შაქრის, ხელოვნური დამატკბობლების მიღებაზე. ღვიძლის ფუნქციონირებაზე უარყოფით გავლენას ახდენს მედიკამენტებიც.
სასარგებლოა მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები, გრეიპფრუტი, ბოლოკი, არტიშოკი, ვარდკაჭკაჭას ჩაი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ყურძენი, მარწყვი, ბროკოლი, კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ლიმონი და ზეითუნის ზეთი.
ეს იქნება პირველი ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ღვიძლის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ უმჯობესია გამოიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული წამლები.
შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომელიც წმენდს და აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
უბრალოდ აურიეთ სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დალიეთ უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი წყალი და 20-30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.
მიიღეთ ეს საშუალება ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გაიმეორეთ კურსი.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური საშუალება, ნებისმიერი საშინაო რეცეპტის გამოყენებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული.
გისურვებთ ჯანმრთელობას!