ტერფებზე ბზარებისა და ნახეთქების წარმოქმნას, ქავილს, სოკოვან ინფექციას, სიწითლეს, უსიამოვნო სუნს იწვევს ჭარბი ოფლიანობა, ჰიგიენის სათანადოდ დაუცველობა, კანის სიმშრალე.
შემოგთავაზებთ 5 უმარტივეს, ეფექტურ და ბიუჯეტურ საშუალებას, რომელთა წყალობით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
1. საკვები სოდა
სოდა საუკეთესოა ჭარბი ოფლიანობის, ბაქტერიებისა და სოკოს აღმოსაფხვრელად.
სუფრის კოვზ სოდას დაამატეთ ცოტა, რამდენიმე წვეთი, წყალი და აურიეთ. მომზადებული პასტისებური მასა აბაზანის მიღების შემდეგ, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ტერფების გამომშრალ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ ფეხები.
ასევე რეკომენდებულია, სოდისა და სალბის ნაყენის აბაზანები. მომზადებულ აბაზანაში 15 წუთით ჩაყავით ფეხები.
2. მარილიანი წყალი
მარილიანი თბილი წყლის აბაზანები ხელს უწყობს მიკრობების, სოკოს აღმოფხვრას და სწრაფად კურნავს დაბზარულ ქუსლებს.
15 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ თბილი მარილიანი აბაზანა. პროცედურის ბოლოს წაისვით აბუსალათინის ზეთის, A და E ვიტამინების ნაზავი.
ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- აბუსალათინის ზეთი 1 ჩ. კ.
- A ვიტამინი 5 წვეთი
- E ვიტამინი 5 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა მარილის აბაზანის შემდეგ შეიზილეთ ტერფებზე, ამოიცვით პოლიეთილენის პარკები და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.
3. ქოქოსის ზეთი
თუ რეგულარულად გამოიყენებთ ქოქოსის ზეთს ხელს შეუშლით სოკოს გავრცელებას. ფეხის სოკოვან ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ქავილი, ტკივილი, ანთება, უსიამოვნო სუნი.
4. პიტნის ზეთი
პიტნის ზეთი – ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
პიტნის ზეთი საკმაოდ ძლიერია, ამიტომ რეკომენდებულია გააზავოთ წყლით. ნახევარ ფინჯან წყალს დაამატეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი და ბამბის ტამპონით შეიზილეთ ფეხებზე.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საუკეთესო ვარიანტია ქოქოსის ზეთისა და პიტნის ზეთის ნაზავი.
5. შვრიის ფაფა
მოამზადეთ შვრიის ფაფა და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. მომზადებული ფაფა შეიზილეთ ტერფებზე და ამოიცვით ჯერ პოლიეთილენის პარკი, შემდეგ წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაუყონებლივ დაიწყეთ მოქმედება და აირიდეთ მოსალოდნელი გართულებები!