შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო, შეიძლება ითქვას, სასწაული ბალზამის რეცეპტს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
მოცემული საშუალება მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება და საუკეთესოა სტენოკარდიის, ბრონქიტის, შეშუპების, ღია წყლულების, საკვერცხეების ანთების, წყლულების, სისხლჩაქცევების, დახეთქილი ხელებისა და ქუსლების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ასევე იდეალურია დამწვრობის სამკურნალოდ.
ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი 400 მლ (ან სხვა მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი)
- ფუტკრის ცვილი 60 გრ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, მოხარშეთ კვერცხი. გჭირდებათ მხოლოდ გული.
- პატარა ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ცვილი და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ურევთ ცვილის გადნობამდე.
- ზეთი დაიწყებს თუ არა დუღილს, შეურიეთ დაჭყლეტილი კვერცხის გულის მცირე ნაწილი. ზეთი აქაფდება, ქვაბი მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ კვლავ დადგით ორთქლის აბაზანაზე და გააგრძელეთ კვერცხის გულის დამატება, თან ურევთ განუწყვეტლივ.
- როდესაც მასა გახდება მუქი ყავისფერი, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და გადაწურეთ მარლის საშუალებით. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში.
- მალამო აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 10 თვე.
მალამო წაისვით დამწვრობებზე, ჭრილობებზე, მტკივნეულ ადგილებზე. შეგიძლიათ მიიღოთ შინაგანი გზით. ჩაყლაპეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. ბალზამი აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
შემოგთავაზებთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ბალზამი სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
ტონზილიტი და ჩირქოვანი ანგინა
მოცემული დაავადებების სამკურნალოდ ბალზამი მიიღეთ შინაგანი გზით ან გაადნეთ ორთქლზე და გაიკეთეთ კომპრესი.
ბრონქიტი, წყლულები კანზე, მუცლის ტკივილი
ბალზამის ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მიიღეთ ჭამის წინ დღეში 3-ჯერ.
ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, საკვერცხის კისტები, ანთება, ფიბროიდები, მასტიტი
მოცემულ დაავადებათა სამკურნალოდ დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) გაიკეთეთ ტამპონები, ხოლო მასტიტის შემთხვევაში ბალზამი წაუსვით ქსოვილზე, დაიფინეთ მკერდის დაზიანებულ ადგილებზე და ზემოდან დაიდეთ ცელოფანი. საფენი შეიცვალეთ ყოველ 2 საათში.
წყლულები, დამწვრობები, ჭრილობები, კბილის ტკივილი, შეშუპება, სახსრების ტკივილი
მტკივნეულ ადგილებზე წაისვით ბალზამი, შეიხვიეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
განგრენა
სამკურნალო ბალზამით გაჯერებული საფენი დაიფინეთ დაზიანებულ უბანზე და შეიხვიეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქიანი ჭრილობების სამკურნალოდაც.
ბუასილი
მარლისგან მოამზადეთ ტამპონი, გააჯერეთ ბალზამით და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმ 10 დღე.
ფრჩხილების გასაძლიერებლად
დაძინებამდე ბალზამი შეიზილეთ ფრჩხილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!