შემოგთავაზებთ გემრიელად შეზავებული ბადრიჯნის კიდევ ერთ რეცეპტს. ოქროსფრად დაბრაწული ბადრიჯანი შეზავებული პიკანტური, ცხარე, წვნიანი სოუსით საოცრებაა.
თუ მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბადრიჯნის ახლა დაგემოვნებას გადაწყვეტთ, სოუსი აუცილებლად უნდა აადუღოთ 2-3 წუთი, გადმოდგათ ცეცხლიდან და ნაზად შეურიეთ შემწვარი ბადრიჯანი.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 3 კგ
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
- წითელი ბულგარული წიწაკა 1 კგ
- ცხარე წიწაკა 1-3 ცალი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
- ნიორი 100 გრ
- ვაშლის ძმარი 150 მლ
- შაქარი 150 გრ
- ზეთი 1 ს. კ. (სოუსისთვის)
- მარილი 1,5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით, დაახლოებით, 2 სმ სისქის რგოლებად, მოაყარეთ 2 ჩ. კ. მარილი და გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ ოქროსფრად დაბრაწეთ მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში და დააწყვეთ ხელსახოცზე.
- ამზადებთ სოუს: ბულგარული წიწაკა, ნიორი, ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ და გაატარეთ. შემდეგ შეაზავეთ შაქრით, ზეთით, მარილითა და ძმრით. მიღებული მასას დაამატეთ მზა ბადრიჯანი და ფრთხილად აურიეთ.
- მომზადებულ მასა გაანაწილეთ ქილებში, 40 წუთით გაუკეთეთ სტერილიზაცია და მოხუფეთ.
მოამზადეთ და ზამთრის ცივ დღეებში გემრიელად მიირთვით!