დროთა განმავლობაში სათვალის მინები ჭუჭყიანდება, ცვდება, იკაწრება და ირღვევა ხილვადობა.
შემოგთავაზებთ სამ უმარტივეს რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ თქვენი სათვალე დიდხანს დარჩეს შესანიშნავ მდგომარეობაში. ამ გზით აირიდებთ თვალების დაღალასა და დაძაბვას.
1. ნატრიუმის ბიკარბონატი (საკვები სოდა)
1 ჩ. კ. სოდას დაამატეთ ძალიან ცოტა წყალი. მომზადებული პასტისებური მასა დაიტანეთ სათვალის მინაზე და წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ. შემდეგ გარეცხეთ და გაამშრალეთ.
2. კბილის პასტა
თეთრი კბილის პასტა საუკეთესო საშუალებაა სათვალის მინების გასაწმენდად. აიღეთ ცოტა კბილის პასტა და მინები გაწმინდეთ წრიული მოძრაობებით. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში. თუ ნაკაწრები ღრმა არის და არ მოშორდა, კვლავ გაიმეორეთ.
3. მონიტორის სპრეი ან მინების საწმენდი სითხე
სათვალის გასწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ მონიტორის სპრეი ან მინების საწმენდი სითხე. სითხე დაასხით მინაზე და ფლანელის ქსოვილით გაწმინდეთ.
მოცემული საშუალებების წყალობით შეძლებთ მინის ზედაპირიდან მცირე დეფექტების მოცილებას.
აუცილებელია სათვალის რეგულარულად გაწმენდა!