ყავა მილიონობით ადამიანის საყვარელი სასმელია, ორგანიზმის მასტიმულირებელი და დღის ენერგიული დასაწყისია.
იცოდით, რომ ამ არომატულ სასმელს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის?
შემოგთავაზებთ ყავის გამოყენების 6 საუკეთესო მეთოდს:
1. ტანის სკრაბი
ყავის ნალექი საუკეთესოა კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. თუ თქვენ ყავის სუნი გიყვართ, მაშინ შეგიძლიათ მოცემული სკრაბით ისიამოვნოთ.
ხელნაკეთი სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყავა 1 (საშუალო) ფინჯანი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ქოქოსის ზეთი გაადნეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და გამოიყენეთ აბაზანის მიღების წინ.
2. სახის კანის ბუნებრივი ექსფოლიანტი
მოცემული საშუალება კანს დაუბრუნებს ჯანსაღ იერს, მბზინვარებას, ათანაბრებს კანის ტონს, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
- ყავის ნალექი 4 ს. კ.
- სტაფილოს ზეთი 8 წვეთი
- ჩაის ხის ზეთი 6 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და სახის კანის ნატურალური ექსფოლიანტიც მზად არის.
3. მბზინვარე თმები
ყავა ატენიანებს კანს, ანიჭებს მბზინვარებას.
მოადუღეთ 2 ფინჯანი მუქი ყავა და გააგრილეთ. თმა დაიტენიანეთ და ყავა შეიზილეთ თმის ძირებზე, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და დაიხურეთ შხაპის ქუდი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
4. სახის ნიღაბი
შემოგთავაზებთ ყავის ნალექის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს. კ.
- დაფქული ყავა 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, ნიღაბი დაიტანეთ წინაწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
5. ინსულტის პრევენცია
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მაღალი ხარისხის ყავას შეუძლია ინსულტის პრევენცია. ამისთვის აუცილებელია დღეში 2 ფინჯანი ყავის დალევა.
6. პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების პრევენცია
ყავის რეგულარული მოხმარების კიდევ ერთი საოცარი უპირატესობაა პარკინსონის, ალცჰაიმერის და დემენციის პრევენცია.
ადამიანები, რომლებიც დღეში 3-4 ფინჯან ყავას სვამენ, 65%-ით ნაკლებად განიცდიან დემენციას ან ალცჰაიმერს.
მიირთვით გემრიელი ყავა, ისიამოვნეთ და მიიღეთ სარგებელი!