ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ლიმონი ჯადოსნური ინგრედიენტია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ნიღბების, სკრაბების, კრემების, ლოსიონების მოსამზადებლად და ზრდის მათ ეფექტურობას.
შემოგთავაზებთ ლიმონის გამოყენების 7 მარტივ ხერხს:
1. ლიმონი სუპერ კანისთვის
ლიმონი საუკეთესო ინგრედიენტია თქვენი კანისთვის. ის კანს აჯანსაღებს, ანიჭებს მბზინვარებას.
ლიმონის წვენი დაიტანეთ ბამბის ტამპონზე და ძილის წინ წაისვით კანზე. დილით სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
2. თმის გაღიავება
შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც 1-2 ტონით გაიღიავებთ თმას. უბრალოდ წაისვით თმაზე ლიმონის წვენი, მოერიდეთ თავის კანს და გაისეირნეთ მზეზე.
3. ლაქების საწინააღმდეგო
ლიმონის საშუალებით შეიმცირებთ მუქ ლაქებს, მუწუკებს. უბრალოდ ლიმონის წვენი წაისვით დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, უმჯობესია, პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ.
4. ტუჩის ბალზამი
გამომშრალი და დახეთქილი ტუჩების სამკურნალოდ გამოიყენეთ ლიმონი. ძილის წინ ტუჩებზე წაისვით ლიმონის წვენი. ამ გზით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
5. ფერიმჭამელების საწინააღმდეგოდ
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად დაზიანებულ კანზე წაისვით ლიმონის წვენი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
6. ლამაზი ფრჩხილები
იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები მოამზადეთ 1 ჩ. კ. ლიმონის წვენისა და 2 ჩ. კ. ზეითუნის ზეთის ნაზავი და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ფრჩხილებზე. ნაზავი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
7. ლიმონის ანტიპერსპირანტი
ლიმონის წვენი შესანიშნავი ალტერნატივაა დეოდორანტისთვის, რომელიც ფაქტობრივად ამცირებს ოფლიანობას.
მოამზადეთ ლიმონის წვენის, თაფლისა და შვრიის ფქვილის სკრაბი. ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ კრემის მსგავსი მასა.
ხელნაკეთი სკრაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იღლიებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, სიფრთხილე გმართებთ ლიმონთან, რადგან ის აშრობს კანს. გარდა ამისა, ლიმონის ან ლიმონის ბაზაზე მომზადებული საშუალებების გამოყენების შემდეგ არ გახვიდეთ მზეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამწვრობა მიიღოთ.