ძალიან ნაზი და მსუბუქი ტორტი ,,რაფაელო“. ისეთი გემრიელი გამოდის, აუცილებლად შეგიყვარდებათ

,,რაფაელო“ თეთრი, ფაფუკი, უნაზესი საოცრება, რომლის გემო არასდროს დაგავიწყდებათ. ტორტს განუმეორებელს ხდის დახვეწილი არომატის კრემი.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ხაჭო 200 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თქვეფთ 3-5 წუთი. თანდათან დაამატეთ ხაჭო, სოდა, მარილი, ვანილი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილი. მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი.

ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად და 1 საათით შედეთ მაცივარში.  მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და თითოეული გააბრტყელეთ თხელ  ფენად (მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა). დაგჭირდებათ საშუალო ზომის საცხობი ფორმა. ფენები ცხვება ძალიან სწრაფად.

საოცარი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ფანტელი 70 გრ
  • შესქელებული 400 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • თეთრი შოკოლადი 200 გრ
  • ვანილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე და ქოქოსის ფანტელი.

მიიღებთ საოცრად გემრიელ და ჰაეროვან კრემს. მომზადებული კრემი წაუსვით ფირფიტებს. უგემრიელესი ტორტი ზემოდან დაფარეთ კრემით და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. ნამზადს კიდევ უფრო გააგემრიელებთ თუ ფირფიტებს მოაყრით დაჭრილ ნუშს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის ფანტელი.

გემრიელად მიირთვით!