საუკეთესო ცომი ფუნჩულებისთვის. ვამზადებ სულ რაღაც 15 წუთში

შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელი ცომის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ჰაეროვანი და ნაზი ფუნჩულების მომზადებას.

საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 1,5 ჩ. ჭ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ფქვილი 3 ს. კ.
  • მშრალი საფუარი 1 ჩ. კ.
  • მომზადების წესი:
  • მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ფქვილი 3 ჩ. ჭ.

მზა საფუარს შეურიეთ ზეთი და თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი. ცომს ზელთ ხელით. დაასვენეთ რამდენიმე წუთი და ფუმფულა ცომი მზად არის.

ნაზი და ჰაეროვანი ცომით შეძლებთ უნაზესი და უგემრიელესი ფუნჩულების მომზადებას. შიგთავსად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი კრემი.