უმეტესობა თქვენგანი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა დიდ ძალისხმევას, დროსა და ფულს მოითხოვს. სინამდვილეში, ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე ახალი ჩვევით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და თავი უფრო ჯანმრთელად იგრძნოთ. მაგალითად, შეგიძლიათ კბილების გათეთრება ხილის გამოყენებით და ცხელი ყავით სიამოვნება ისე, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ნაღვლის ბუშტი. ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ რამდენი ბუნებრივი და ხელმისაწვდომი საშუალება არსებობს საკუთარი თავის მოსავლელად.
ჩვენ გთავაზობთ 9 ხრიკს, რომელიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ და საოცარ ფორმაში იქნებით.
1. შაკიკის სამკურნალოდ სცადეთ ყურძნის წვენი.
თუ გაწუხებთ შაკიკი და ეძებთ უფრო ბუნებრივ გზას ტკივილის შესამსუბუქებლად, გამოიყენეთ ყურძნის წვენი. შაკიკი ძირითადად ტვინის ქიმიკატების დისბალანსით არის გამოწვეული, მაგალითად, სეროტონინის. ყურძნის წვენი არ იმოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, არამედ როგორც პრევენციული საშუალება. ასე რომ, თუ გრძნობთ შაკიკს, მიიღეთ ყურძნის წვენი.
იმის გამო, რომ ყურძენი მდიდარია C, A და B2 ვიტამინით, მას შეუძლია შეაჩეროს შაკიკი. ვიტამინი B2, რომელიც ცნობილია როგორც რიგოფლავინი, დაგეხმარებათ ტვინის ქიმიკატების დაბალანსებაში და მოქმედებს როგორც რკინის ანტაგონისტი და სისხლში რკინის დონეს ამცირეს, რაც შესაძლოა იწვევდეს შაკიკს.
2. მიირთვით ორაგული, რათა დაეხმაროთ თმას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ჯანმრთელი და ბზინვარე თმა არის ის, რაზეც ყველა ჩვენგანზე ოცნებობს, განსაკუთრებით დილაობით, როდესაც ვიძღვიძებთ და სარკეში ვიხედებით. საქმე იმაშია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რასაც ჭამთ. აქ მთავარი ხრიკი არის ორაგული. ორაგული მდიდარია D ვიტამინით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია თმისა და სკალპის ჰიდრატაციისთვის.
გარდა ამისა, ომეგა-3 ამსუბუქებს სკალპს და ინარჩუნებს თმის ფოლიკულებს სისუფთავეს და ჯანმრთელობას. ვინაიდან ომეგა-3 ნამდვილად ცილაა, მისი ნაკლებობა ხელს უშლის თმის ზრდის ნორმალურ ტემპს. ასე რომ, რაც უფრო მეტ ორაგულს შეჭამთ, თქვენი თმა უფრო ჯანმრთელი იქნება. გარდა ამისა, მისი დამატენიანებელი ეფექტის გამო, ომეგა-3 ამცირებს ანთებას და სიმშრალეს, ხელს უწყობს ქერტლის მკურნალობას.
3. ლომონით და მარილიანი წყლით შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ
ცნობილი ფაქტია, რომ ლიმონის წყალი სასარგებლოა თქვენთვის, მაგრამ ის არაა ისეთი გემრიელი, როგორც ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი ან თუნდაც ენერგეტიკული სასმელი. ლიმონი და მარილი არის 2 ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელიც ხელს უწყობს სხეულისგან ტოქსინების გამოდევნას და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. ლიმონი ზრდის ნაწლავის მოძრაობას და ამცირებს მადის მატებას.
ლიმონისა და მარილის წყალს ასევე შეუძლია დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ბევრი წყლის მიღება ზრდის თქვენს მეტაბოლიზმს მიტოქონდრიული ფუნქციის გაზრდით (რაც ორგანიზმში მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ზედმეტი კალორიის მიღების გარეშე) და წარმოქმნის თერმოგენეზს (მეტაბოლური პროცესი, სადაც კალორიები სწრაფად იწვება).
4. ფრჩხილების გათეთრება კბილის პასტის გამოყენებით.
თქვენი ფრჩხილების გარშემო ოდნავ ყვითელი ფერი აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ ზოგჯერ ცუდის მანიშნებელია. ასე რომ, თუ ეძებთ ფრჩხილების ბუნებრივ გასათეთრებელ გზას, კბილის პასტა ამის პასუხია. ის არა მხოლოდ ათეთრებს ფრჩხილებს, არამედ აჯანსაღებს მათ, რადგან კერატინზეა დაფუძნებული.
ამისათვის, უბრალოდ სუფთა კბილის ჯაგრისს წაუსვით კბილის პასტა და ფრჩხილები მსუბუქად გაიხეხეთ. გააჩერეთ ერთი წუთი, დაიბანეთ ხელები და შედეგით დატკბით.
5. თმის ზრდის სტიმულირება თმის ზრდის შრატის შექმნით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვება თმის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ მათთვის, ვისაც სურს გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი, გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შექმნათ თმის ზრდის საკუთარი შრატი. პირველი ინგრედიენტი, რომელიც დაგჭირდებათ, აბუსალათინის ზეთია. იგი შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ვიტამინი E, ომეგა-9 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები, აგრეთვე მინერალები, რომლებიც ხელს უწყობს სკალპის დამატენიანებას.
მეორე არის ავოკადოს ზეთი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, მაგალითად, ოლეინის მჟავა, რომელიც არის ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავა და დაგეხმარებათ თმის ცვენის შეჩერებაში. ეს ერთადერთი ზეთია, რომელსაც აქვს უნარი შეაღწიოს თმაში და დაატენიანოს ის.
ბოლო ინგრედიენტი ქოქოსის ზეთია, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა ზეთის მეფედ ითვლება. ქოქოსის ზეთი ერთადერთი ზეთია, რომელიც შეგიძლიათ წაისვით თმაზე და თავიდან აიცილოთ ცილის დაკარგვა. რადგან ის მდიდარია ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავებით, ის ასევე დაგიცავთ მზისგან.
თმის შრატის მომზადება:
- პატარა კონტეინერში ერთმანეთს შეურიეთ 1/3 აბუსალათინის ზეთი, 1/3 ავოკადოს ზეთი და 1/3 ქოქოსის ზეთი.
- კარგად შეანჯღრიეთ.
- წაისვით თავის სკალპსა და თმაზე და შეიზილეთ 10-დან 15 წუთის განმავლობაში.
- გაიჩერეთ 30 წუთიდან 1 საათამდე.
- თმა ჩამოიბანეთ და შემდეგ წაისვით ცოტაოდენი ზეთი თმის ბოლოებზე, სანამ ის კვლავ სველია.
- გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
6. ისაუზმეთ გაღვიძებიდან 30 წუთის განმავლობაში.
მას შემდეგ, რაც გაიღვიძებთ მნიშვნელოვანია, რომ ისაუზმოთ გაღვიძებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ არ გრძნობთ შიმშილს, საუზმის გარეშე დღის დაწყება დიდი შეცდომაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობთ წონის დაკლებას ან შენარჩუნებას. წონის კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, 70%-ზე მეტი ადამიანი, ვინც წარმატებულ დიეტაზე იმყოფებოდა, საუზმობდა გაღვიძებიდან ნახევარი საათის პერიოდში.
საუზმობა თქვენს მეტაბოლიზმს სრულად გამოღვიძებაში დაეხმარება და უფრო დიდხანს იგრძნობთ თავს სრულფასოვნებათ.
7. დალიეთ ჰიდროლიზირებული კოლაგენი, ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენოთ იგი თქვენს კანზე.
ასაკის მატება არის ის, რასაც უმეტესობა არასოდეს შეეგუება და ხშირად ეს იწყება კანის მდგომარეობის შეცვლით. ყველა ვცდილობთ ჩვენს კანს დავუბრუნოთ “სიცოცხლე”, დამატენიანებლების, ნიღბების და შრამების დახმარებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენით (ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს კანზე 30 წლის ასაკში).
საქმე ის არის, რომ კოლაგენი, ან თუნდაც ჰიდროლიზირებული კოლაგენი, არ შეაღწევს კანს იმ წერტილამდე, სადაც ის დაეხმარება სხვა ცილებს გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. ასე რომ, დაბერების საუკეთესო გამოსავალი დანამატების დალევაა. კვლევის თანახმად, ჰიდროლიზირებული კოლაგენის მიღებამ შეიძლება შეანელოს დაბერება 27%-ით, გააუმჯობესოს ძვლების ჯანმრთელობა, გაზარდოს კუნთების მასა, თავიდან აიცილოს ძვლების დაქვეითება და ოსტეოპოროზი, ასევე თავიდან აგაცილოთ სახსრების ტკივილი.
8. გაითეთეთ კბილები ხილის გამოყენებით.
ყველაზე კარგი რამ არის ნათელი ღიმილი, მაგრამ რა უნდა ვთქვათ იმაზე, როდესაც კბილები ოდნავ ყვითელია? ნუ ინერვიულებთ, რადგან თქვენი კვების შესაბამისად ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ. ხილს და ბოსტნეულს, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შეუძლიათ საოცრებების მოხდება, როდესაც საქმე ეხება კბილებიდან ყვითელი ლაქების მოშორებას.
- მარწყვი შეიძლება დაგეხმაროთ კბილების გათეთრებაში და მოგაშოროთ როგორც ყავის, ისე ღვინის ლაქები.
- ვაშლი მოქმედებს როგორც ლაქების მოსაშორებელი საშუალება, რადგან ისინი ხელს უწყობენ პირის ღრუში მეტი ნერწყვას წარმოქმნას და მუშაობს როგორც „თვითგანწმენდი“ აგენტი.
- ფორთოხალი ან ნებისმიერი მსგავსი სახის ხილი ხელს უწყობს თქვენი პირის მჟავიანობის განეიტრალებას, რაც იწვევს კბილების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
9. დალიეთ მეტი ყავა ჯანმრთელი ნაღვლის ბუშტისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ყავა შესაძლოა არაჯანსაღ კვებასთან იყოს დაკავშირებული, მისი სუფთა ფორმით მიღება ნამდვილად სასარგებლოა თქვენთვის. იფიქრეთ ამაზე: ეს არის ლობიოს წვენი, რომელიც მზადდება ცხელი წყლით და აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისება. ყავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ ის ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
კვლევის თანახმად, ყავა ააქტიურებს შეკუმშვას ნაღვლის ბუშტში, რაც, სავარაუდოდ, მასში შემავალი კოფეინით არის გამოწვეული. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ყავისგან გამოწვეული ნაღვლის ბუშტის შეკუმშვამ შეიძლება თავიდან აიცილოს მცირე ზომის კრისტალების წარმოქმნა, რაც მომავალში დიდ ქვებად იქცევა.
მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.