როგორ ამოვიყვანოთ ნებისმიერი ლაქა სამოსიდან მარტივად? სარეცხი საშუალებების ეფექტის გამაძლიერებელი საკუთარი ხელით

შემოგთავაზებთ მარტივ საშუალებებს, რომელთა წყალობით გააძლიერებთ სარეცხი ფხვნილის ეფექტურობას და თქვენი ნივთები იბრწყინებს. თეთრ ნივთებს დაუბრუნებთ სითეთრეს, ფერადს დაიცავთ გაუფერულებისგან. რაც მთავარია, ეფექტურად გაუმკლავდებით ლაქებს.

1. სოდა და წყალბადის ზეჟანგი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წყალბადის ზეჟანგი 60 მლ
  • საკვები სოდა 2 ჩ. ჭ.

ინსტრუქცია:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ ხელსაყრელ ჭურჭელში.
  2. მომზადებული ხსნარის ნაწილი რეცხვის დროს დაამატეთ სარეცხის ფხვნილს.
  3. მოცემულ ნარევს მათეთრებელი ეფექტი აქვს, ამიტომ გამოიყენეთ ღია ფერის ნივთების გასარეცხად.

თუ თეთრი ნივთებიდან გიჭირთ ლაქების ამოყვანა, უმჯობესია გარეცხვამდე ჩაალბოთ. ამისთვის თბილ წყალს დაამატეთ 2-3 ს. კ. სარეცხის ფხვნილი და თქვენ მიერ მომზადებული მათეთრებელი. რთული და ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად მომზადებულ ნარევში ნივთები ჩაალბეთ მთელი ღამით, ხოლო მარტივი ლაქების ამოსაყვანად 20-30 წუთიც საკმარისია.

თუ ხელნაკეთი ხსნარი ვერ გაუმკლავდა ლაქებს და  სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, მაშინ გაზარდეთ წყალბადის ზეჟანგის რაოდენობა. 2 ჩ. ჭ. სოდას დაამატეთ 180-200 მლ წყალბადის ზეჟანგი.

2. მარილი

სარეცხი ფხვნილის ეფექტის გასაძლიერებლად მარილი ყველაზე მარტივი საშუალებაა. ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, უბრალოდ დაამატეთ ფხვნილს. მარილს ამოჰყავს ლაქები, არბილებს და ათეთრებს თეთრ ნივთებს.

მარილი არ იწვევს გახუნებას, ამიტომ თამამად გამოიყენეთ ფერადი ნივთებიდან ლაქების ამოსაყვანად.