შემოგთავაზებთ ხაჭოს გემრიელი და არომატული კანფეტების რეცეპტს. შოკოლადში ამოვლებული ხაჭოს ბურთულები პატარების საყვარელი ნუგბარია.
მცირე მონდომება და უმოკლეს დროში შეძლებთ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებას.
კანფეტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 9%-იანი 300 გრ
- ნიგოზი 50 გრ
- ორცხობილა 150 გრ
- შაქარი გემოვნებით
- ვანილი მწიკვი
- კანფეტების ამოსავლებად დაგჭირდებათ შოკოლადი ან კაკაო, ან ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესი:
- ხაჭო გაატარეთ საცერზე ან დააბლენდერეთ. გემოვნების მიხედვით შეურიეთ შაქარი და ვანილი.
- ორცხობილა დაფშხვენით.
- ნიგოზი გაატარეთ.
- ხაჭოიან მასას დაამატეთ ორცხობილა, ნიგოზი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შეგიძლიათ დაამატოთ კაკაო.
- მიღებული მასისგან მოამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.
მზა კანფეტები ჩააწყვეთ თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!