შემოგთავაზებთ ალუბლის არომატული, მოტკბო-მომჟავო გულსართისა და ნაზი ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს.
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალუბალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გაყინული) 200 გრ
- ნიგოზი 50 გრ
- ლიქიორი ან კონიაკი 2 ს. კ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 350 გრ
- რძე 5 ს. კ.
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- კარაქი 100 გრ
- ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- კარაქი გაადნეთ, დაამატეთ 3 ს. კ. რძე, ლიმონის ცედრა, კვერცხი, 150 გრ შაქარი, გამაფხვიერებელი, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ამზადებთ გულსართს. ალუბალს დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი, ლიქიორი და ნაზად აურიეთ. მზა გულსართი გაყავით ორ ნაწილად.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 5-7 მმ სისქის ოთხკუთხედ ფენად. ფენის ნახევარზე თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და გადმოაფარეთ ცომის მეორე ნაწილი. კიდეები მჭიდროდ შეკარით და რულეტი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ნაწიბური მოაქციეთ ქვემოთ. შეკარით რულეტის თავი და ბოლო.
- შემდეგ გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი ნაწილი და იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ მეორე რულეტი.
- რულეტებს ფუნჯით გადაუსვით დარჩენილი რძე და მოაყარეთ შაქარი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
მოამზადეთ მადისაღმძვრელი, ელეგანტური ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!