შემოგთავაზებთ 2 უმარტივეს მეთოდს, რომელთა საშუალებით სწრაფად და მარტივად შეძლებთ არასასურველი მუქი ლაქების გაღიავებას. ყველაზე ხშირად ლაქები ჩნდება კისერზე, იღლიების ქვეშ და ბარძაყების შიგნითა მხარეს.
კისერზე კანის გაუფერულებას იწვევს ასაკი და მზის ხანგრძლივი ზემოქმედებაა. გარდა ამისა, კანის პიგმენტაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: დიაბეტი, გენეტიკა, წონის უეცარი მატება ან კლება.
კანის პიგმენტაციის ამ მდგომარეობას ასევე უწოდებენ აკანტოზს, რომელიც არც ბაქტერიაა და არც ინფექცია.
უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით შეძლებთ არასასურველი მუქი ლაქების შემცირებას.
N1
ზღვის მარილი და ზეითუნის ზეთი აურიეთ ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებულ მასაში ჩაყავით ბამბის ტამპონი და წაისვით კისერზე, იღლიებზე, ბარძაყების შიგნითა მხარეს კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გარდა ამისა, მოცემული საშუალება საუკეთესოა გამომშრალი კანის დასატენიენებლად და შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ქერტლის საწინააღმდეგო თმის ნიღაბი.
N2
ლაქების საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- სანდლის ხის ფხვნილი 1 ს. კ.
- რძე 1-2 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოცემული საშუალებები გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.