ჯანჯაფილის, კოჭას გამოყენების 9 ეფექტური გზა. ინფორმაცია, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივარ

ჯანჯაფილი_ არომატული, პიკანტური გემოს სანელებელი_ უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, შეიცავს 12 სახეობის ანტიოქსიდანტს.  პოპულარული სანელებელი მდიდარია ეთერზეთებით, კალციუმით, რკინით, C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, ცილებით, ფოსფორით, ქოლინით, მანგანუმით, ვიტამინ B3-ით.

სასწაულმოქმედი სანელებელი აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად.

ჯანჯაფილი ანტიკოაგულანტი:

აფერხებს სისხლის შედედებას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

დაამატეთ კერძებს ნედლი ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, ხოლო სასმელებს_ ჯანჯაფილის წვენი 1 ჩ. კ.

გაციების დროს მკურნალი:

გაციების დროს საუკეთესოა ჯანჯაფილის ნაყენი. დაჭერით ან გახეხეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, ჩაყარეთ ფინჯანში, დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ახალი პიტნის ფოთლები, გააჩერეთ 1 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ მომზადებისთანავე.

ხსნის ხველას და ასუფთავებს ყელს:

ყელის ანთებისა და ხველის დროს, უებარი საშუალებაა 1 ჩ. კ. ჯანჯაფილის წვენისა და 2 ჩ. კ. თაფლის ნარევი. ერთ ჯერზე მომზადებული ნარევი მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ნარევს აქვს დამამშვიდებელი თვისებები და წმენდს ორგანიზმს  ნახველისგან. მშრალი ხველის დროს რეკომენდებულია ნედლი  ჯანჯაფილის წვენის გამოყენება, ხოლო ნახველის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ხმელი ჯანჯაფილის წვენი.

კურნავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს:

ჭიქა წყალს დაამატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ჯანჯაფილის წვენი, პიტნის წვენი, ლაიმის წვენი და თაფლი გემოვნებით. სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მოგიხსნით გულძმარვას, გულისრევას, ღებინებას.

მოგიხსნით დაღლილობას და აღგავსებთ ენერგიით:

კოჭა შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს. ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი დაჭერით და დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ადუღებულ წყალს. შემდეგ დაამატეთ დარიჩინის პატარა ნატეხი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ 30 წუთი და დალიეთ.

მოგიხსნით მეტეორიზმს: კოჭას პატარა ნაჭერს დაასხით ჭიქა წყალი და აადუღეთ. თბილ ნახარშს დაამატეთ თაფლი (თქვენთვის სასურველი რაოდენობის). მოცემული სასმელი გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან და მისი თანმხლები უსიამოვნო სიმპტომებისგან.

თავის ტკივილი:

ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაი უაღრესად სასარგებლოა თავის ტკივილის დროს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ტვინს აწვდის ჟანგბადს, რაც თავის მხრივ ამცირებს ტკივილს.

ანთების საწინააღმდეგო:

ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, ჯანჯაფილი ეფექტურად გამოიყენება  პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ხსნის ანთებით გამოწვეულ ტკივილს, ამცირებს შეშუპებას.

არარეგულარული ციკლი:

ნედლი ჯანჯაფილის პატარა ნაჭერს დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი, დაამატეთ თაფლი თქვენი გემოვნების მიხედვით, მოურიეთ და მომზადებული ნაყენი გაყავით 2-3 ნაწილად და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე.

ჯანჯაფილი შეიცავს ტკივილგამაყუჩებულ და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს. რეპროდუქციული ასაკის ქალებში მენსტრუაციის არარსებობის შემთხვევაში, ამ სასმელს შეუძლია მენსტრუაციის გამოწვევა.

ზღვის ავადმყოფობა:

ნახევარი ჩ. კ. თაფლისა და 1 ჩ. კ. ჯანჯაფილის წვენის ნარევის მიღება ამცირებს გულისრევას, თავბრუსხვევას, პირღებინებას.

ტკივილგამაყუჩებელი:

ჯანჯაფილის წვენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ძლიერი თავის ტკივილის დროს შუბლზე შეიზილეთ ჯანჯაფილის წვენი, ხოლო კბილის ტკივილის სამკურნალოდ წაისვით წვენი ლოყის გარეთა არეში ან ყბის მიდამოზე.

რჩევები:

აქტიური  ფერმენტებითა და ნივთიერებებით მდიდარი ჯანჯაფილის სარგებლის მისაღებად საკმარისია  დღეში ჩაის კოვზი ახალგამოწურული წვენის მიღება.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია მეტეორიზმი და ყვედრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანჯაფილის წვენი იწვევს მათ, პირიქით, ჯანჯაფილის მოხმარება იწვევს ჩვენს ორგანიზმს კუჭ-ნაწლავებში დაგროვილი გაზების გამოყოფას.

გაფრთხილება:

  • ჯანჯაფილის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.
  • მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
  • თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების დროს.
  • არ გამოიყენოთ ნაწლავების ანთების, წყლულებისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
  • ალერგიისა და მაღალი ტემპერატურის დროს.
  • გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!