ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბალიშის დამცავი პირებიდან ყვითელი ლაქების ამოყვანა საკმაოდ რთული პროცესია და მათ მოშორებას მხოლოდ სარეცხის ფხვნილით ვერ შეძლებთ.
დროთა განმავლობაში ბალიშის დამცავი პირი ბინძურდება და თუ კიდევ დიდხანს გადადებთ გარეცხვას, თითქოს ცხიმიანი ხდება.
შემოგთავაზებთ გამოცდილი დიასახლისების მრავალჯერ ნაცად მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ბალიშის დამცავი პირების უსიამოვნო ყვითელი ლაქებისგან გასუფთავებას.
როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე ბალიშებს?
პირველ რიგში, ბალიშს მოხსენით დამცავი პირი, კარგად გაფერთხეთ და გაავლეთ გამდინარე წყალში
გასარეცხად იყენებთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებას. 1 ლ წყალს დაამატეთ 1 ს. კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ნებისმიერი, თქვენთვის ხელმისაწვდომი) და ცოტა ხნით ჩაალბეთ ბალიშის დამცავი პირები. შემდეგ ამორეცხეთ ხელით და გააჩერეთ კიდევ 1 საათი.
თუ პირველ ცდაზე ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი, მეორედ ჩაალბეთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში და შემდეგ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში. რეცხვის დროს სარეცხის საშუალებებთან ერთად დოლურაში შეყარეთ მუჭა საკვები სოდა.