შემოგთავაზებთ ლიმონის არომატით გაჯერებული ხაჭოს უნაზესი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 6 ცალი
- უცხიმო ხაჭო 750 გრ
- კარაქი 180 გრ
- შაქრის ფხვნილი 150 გრ
- მანანი 85 გრ
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- ლიმონი გახეხეთ წვრილ სახეხზე, აიღეთ მხოლოდ ყვითელი ფენა. შემდეგ გამოწურეთ წვენი.
- დარბილებული კარაქი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი.
- სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ დაამატეთ ხაჭო, მანანი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი. მზა ღვეზელი 30 წუთი დატოვეთ გამორთულ ღუმელში.
- ღვეზელი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
ლიმონის ნამცხვარს ძალიან უხდება არაჟანი, თაფლი, მურაბა და ცხელი არომატული ჩაი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!