გაციება გაივლის, მაგრამ ხველა შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს და ნამდვილ კოშმარად გექცეთ. შემოგთავაზებთ ლუდის ბაზაზე მომზადებული მშრალი ხველის საწინააღმდეგო სიროფის რეცეპტს.
სამკურნალო სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- ლუდი 300 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- შაქარი ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით ძალიან ცოტა, დაახლოებით, 2 სუფრის კოვზამდე ლუდი, დადგით დაბალ ცეცხლზე და შაქრის გადნობამდე ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ დაასხით ლუდი და კარგად მოურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15-20 წუთი. სიროფი გახდება თაფლის მსგავსი.
- მზა სიროფი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.
- დღეში ერთხელ მიიღეთ სიროფის 1 ს. კ.
მოამზადეთ უმარტივესი სიროფი და გათავისუფლდით მშრალი ხველისგან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!