წელის ტკივილი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ზეითუნის ზეთი ის საშუალებაა, რომელსაც ძალიან ვემადლიერები

სახსარი არის ძვლების შეერეთების ადგილი და ორგანიზმის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი. სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, პოდაგრა. ტკივილი შეიძლება იყოს ტრავმის შედეგი.

ხალხური მედიცინა უამრავ ალტერნატიულ საშუალებას გვთავაზობს, რომელთა წყალობით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

შემოგთავაზებთ ლიმონის ქერქის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ზეთის რეცეპტს. ლიმონის ქერქი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, C ვიტამინს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სახსრების, ძვლების, მყესების, ლიგატებისა და სისხლძარღვებისთვის.

სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 ცალი ლიმონის ქერქი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ლიმონის ქერქი დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ ნახევარ ლიტრიან ქილაში. ქილა გაავსეთ ზეითუნის ზეთით. დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 2 კვირა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში.

სამკურნალო ზეთით გააჯერეთ მარლის საფენი და დაიფინეთ მტკივნეულ სახსარზე. შემდეგ დაიდეთ პოლიეთილენის ცელოფანი და შემოიხვიეთ შალის შარფი. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!