გოგრის თესლი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. გემრიელი მკურნალი საუკუნეების მანძილზე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
გოგრის თესლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ბოჭკოებით, პროტეინებით, მინერალებით, განსაკუთრებით თუთიით, მაგნიუმით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავა მარილებითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.
გოგრის თესლის მაგნიუმის ბუნებრივი წყაროა. ფრანგული კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაგნიუმის მაღალი შემცველობა სისხლში, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და აღენიშნებათ ნაკლები სერიოზული დაავადებები.
მარილიანი და შემწვარი გოგრის თესლი არ არის სამკურნალო. სამკურნალოა ახალი და უმი სახით.
შემოგთავაზებთ გოგრის თესლის სარგებელს:
- მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი, გოგრის თესლში შემავალ ზეთს დადებითი შედეგები აქვს შარდის ბუშტისა და პროსტატის პრობლემების (ჰიპერპლაზიის) სამკურნალოდ.
- სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის: გოგრის თესლში შემავალი ზეთი შემადგენლობით შედარებულია ზეითუნის ზეთთან.
- მაღალი წნევა: გოგრის თესლი მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლში.
- ყაბზობა: ბოჭკოებით მდიდარი გოგრის თესლის ყოველდღიური მოხმარება შესანიშნავი საშუალებაა ყაბზობის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.
- კანი, თმა და მხედველობა: E ვიტამინით, უძლიერესი ანტიოქსიდანტით, მდიდარი გოგრის თესლი ებრძვის არა მხოლოდ კანის, არამედ მთელი ორგანიზმის უჯრედების ნაადრევ დაბერებას.
- შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც აგარიდებთ თვალის დაავადებებს: მაკულარული დეგენერაციას, კატარაქტას.
- პროსტატა: გოგრის თესლი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატისა და საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
შემოგთავაზებთ გოგრის თესლის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნახარშის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პროსტატის მკურნალობას.
საჭირო ინგრედიენტები:
- გოგრის თესლი (გაურჩეველი) 150 გრ
- გაფილტრული წყალი 1 ლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- გოგრის თესლს დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წუთი. გააგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო-თითო ჭიქა.
- გოგრის თესლი გამოდევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს. ნედლი გოგრის თესლი გაარჩიეთ, მწვანე გარსი არ მოაშოროთ და 200-250 გრ შეჭამეთ დილით, უზმოზე. ბავშვებში დასაშვებია_100-150 გრ. მიიღეთ ერთჯერადად.
ხველისა და ბრონქიტის სამკურნალო გოგრის სიროფი
ინგრედიენტები:
- გოგრის თესლი (გარჩეული) 60 გრ
- ნატურალური თაფლი 2 ს. კ.
- გაფილტრული წყალი წყალი 200 მლ
- დინდგელის (პროპოლისის) სპირტიანი ნაყენი 15%-იანი (შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, მწვანე აფთიაქში) 20 წვეთი
მომზადებისა და მიღების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში.
- მიიღეთ დღეში 5-ჯერ თითო-თითო ჩ. კ.
- ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სიროფი დასაშვებია 2 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში. მაგრამ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა უნდა შეამციროთ.
გოგრის თესლის ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, შაქრის დონის დასარეგულირებლად, ყაბზობის სამკურნალოდ.
შეგიძლიათ გოგრის ფქვილი მოამზადოთ თქვენი ხელით.
გოგრის თესლს დაასხით წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე. მშრალი გოგრის თესლი დაფქვით ყავის საფქვავში ან დააბლენდერეთ.
მომზადებული ფქვილი შეინახეთ მინის თავდახურულ კონტეინერში და გამოიყენეთ ფაფების ან სხვა კერძების მოსამზადებლად. დღიური ნორმაა 3 ს. კ.
გამოიყენეთ ბუნების საოცარი ქმნილების სასარგებლო თვისებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!