სახლის პირობებში ჩასატარებელი 5 მარტივი კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც საბოლოოდ გაგათავისუფლებთ მუქი ლაქებისგან

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ არის იღლიის არეში კანი უფრო მუქი, ვიდრე მის გარშემო.

იღლიის არეში კანის ფერის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • პიგმენტაციის დარღვევა;
  • გაპარსვა, განსაკუთრებით თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და თმის ჩაბრუნებისკენ ხართ მიდრეკილი;
  • მკვდარი უჯრედების სიმრავლე;
  • თმის მუქი ძირები;
  • კანის კანზე ხახუნი, ტენიანობა, ჰაერის ნაკლები ცირკულაცია;
  • გამომშრალი კანი;
  • ალკოჰოლზე დაფუძნებული დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები.

საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა საშუალებით შეძლებთ იღლიების არეში გამუქებული კანის გაღიავებას. მოცემული საშუალებები უსაფრთხოა და შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს.

1. კარტოფილი

კარტოფილი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. დაწექით ან უბრალოდ გაშალეთ მკლავები, იღლიებზე ბამბის ტამპონით წაისვით წვენი და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

2. ლიმონი

გახეხილი ლიმონი შეიზილეთ იღლიების კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ლიმონმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3. საკვები სოდა

სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანებულ კანზე და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. დაელოდეთ გაშრობას.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ. სხვათა შორის, სოდა და სახამებელი ბუნებრივი დეოდორანტებია.

4. ძმარი

ხორბლის ფქვილს დაამატეთ იმ რაოდენობის ძმარი, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. ნარეევი შეიზილეთ იღლიებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში რამდენჯერმე.

5. ქოქოსის ზეთი

შხაპის მიღებამდე იღლიებზე წაისვით ცოტა ქოქოსის ზეთი და 5-10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნარჩენები თბილი წყლით და საპნით ჩამოიბანეთ.

პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ დღე.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინებით აირიდებთ იღლიების არეში კანის გამუქებას:

  1. გაპარსვის ნაცვლად გამოიყენეთ ცვილი, განსაკუთრებით თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და თმის ჩაბრუნებისკენაც ხართ მიდრეკილი ან გაპარსვამდე რამდენიმე საათით ადრე აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი
  2. პერიოდულად გამოიყენეთ სკრაბი. ამ გზით შეაფერხებთ მკვდარი უჯრედების დაგროვებას.
  3. გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიპესპირანტები.