შემოგთავაზებთ უგემრიელესი კრუასანების რეცეპტს. ფენოვანი ცომით მომზადებული კრუასანები ყველასთვის საყვარელი ტკბილეულია. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადი, ჯემი, ნუტელა, კარამელი.
კრუასანების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- ზეთი 2 ს. კ.
- შაქარი 2 ჩ. კ.
- საფუარი 20 გრ
- ფქვილი (საჭიროების მიხედვით)
- კარაქი 200 გრ
მომზადების წესი:
- თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, შაქარი და ცოტა ხნით დააყოვნეთ გასააქტიურებლად. შემდეგ დაამატეთ ზეთი, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ზელთ 2-3 წუთი.
- მზა ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და ცოტა ხნით დააყოვნეთ სითბოში. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად.
- შემდეგ თითოეული ფენა გააბრტყელეთ, დაახლოებით 3 მმ სისქის მრგავლ ფენად. ჯერ ერთ ფენას წაუსვით დარბილებული კარაქი, დაადეთ მეორე ფენა, წაუსვით კარაქი და ასე მოამზადეთ ყველა ფენა.
- შემდეგ გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფენად, დაჭერით სამკუთედის ფორმის ნაჭრებად. რამდენ ნაწილად დაყოფთ, ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, რა ზომის კრუასანების მომზადება გსურთ. ფართო ბოლო შუაში ოდნავ ჩაჭერით, დადეთ შიგთავსი და დაიწყეთ წვეროსკენ გადახვევა, თან ცომი ოდნავ ხელით გააბრტყელეთ ხოლმე. მზა კრუასანები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული კრუასანები საოცრად გემრიელია. მიირთვით და ისიამოვნეთ!