
შემოგთავაზებთ სახამებლის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. რეცეპტი უმშვენიერესმა ქალბატონმა გამიზიარა. მისით აღფრთოვანება არასდროს მომბეზრდება. ვერც კი დაიჯერებთ მის ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ 60 წელს გადაცილებულია, სახის კანი სუფთა და გადატკეცილი აქვს, ტონი თანაბარი. მან კანისა და თმის მოვლის ბევრი საიდუმლო გამიზიარა, მაგრამ მოცემული ნიღაბი განსაკუთრებულია.
ნიღბის ძირითადი ინგრედიენტი არის სახამებელი. პირველივე პროცედურის შემდეგ სახის კანს ცვლილებას შეატყობთ. მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია სახის კანს ამკვრივებს, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცოტა თბილი რძე
- სახამებელი 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მარილისა და სოდის ნარევს ურევთ თაფლს და თანდათან ამატებთ ცოტა რძეს. უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი.
ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.