როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს თაროები ცხიმის ჩამჯდარი ლაქებისგან ხელის ერთი მოსმით

დამეთანხმებით, რომ ყველაზე მეტ ძალისხმევას სამზარეულოს დალაგება მოითხოვს. ცხიმისგან და ნამწვავისგან ბინძურდება მთელი ზედაპირი. სამზარეულოს კარადების გაწმენდა საჭიროებს დროსა და ენერგიას. განსაკუთრებით რთულია გაზქურის მიმდებარე კარადების ზედაპირის გაწმენდა.

სასურველ შედეგს მიიღებთ ძვირადღირებული პროდუქტების გარეშეც.

შემოგთავაზებთ ბიუჯეტური პროდუქტებით მომზადებული ხელნაკეთი ხსნარების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ სამზარეულოს კარადების ფასადების გაწმენდას.

ძმარი და სპირტი

მოამზადეთ ძმრისა და სპირტის ნარევი. აიღეთ 1 წილი სუფრის ძმარი და 2 წილი წყალი. უსიამოვნო სუნის გასაქრობად დაამატეთ ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. მომზადებული ნარევი დაიტანეთ ღრუბელზე და წაუსვით დაბინძურებულ ზედაპირზე.  დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ კარგად გაწურული ტილოთი.

გამაფხვიერებელი

ეს მეთოდი უმარტივესია. გამაფხვიერებელს დაამატეთ ცოტა წყალი. უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა. მომზადებული მასა ღრუბლით წაუსვით ცხიმის ლაქებზე. სამოქმედოდ დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ ნესტიანი ღრუბლით. ცხიმები უკვალოდ გაქრება.

მზესუმზირის ზეთი და სოდა

მოცემული პროდუქტების კომბინაციის საშუალებით დაზოგავთ ენერგიას, დროსა და თანხას.

აიღეთ 1 წილი ზეთი და 1 წილი სოდა. მოცემული ინგრედიენტები შეურიეთ და ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ სამზარეულოს ზედაპირი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხიმის ლაქებს. სამოქმედოდ დატოვეთ 30 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ სველი, გაწურული ტილოთი. ძალიან მარტივად შეძლებთ ნადების, ლაქების მოშორებას და თქვენი სამზარეულო სისუფთავისგან იბრწყინებს.

მოცემული საშუალებების დახმარებით მიიღებთ 100%-იან შედეგს.