საკვები სოდა ბიუჯეტური ინგრედიენტია, რომელიც გამოიყენება ფართო სპექტრით.
სოდით ვამზადებთ ფუმფულა კექსებს და სხვა დესერტებს. გარდა ამისა, სოდა აქტიურად გამოიყენება სამკურნალო თვალსაზრისით.
ბიუჯეტური და უსაფრთხო პროდუქტი დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა სახლში სისუფთავის დასაცავად.
ამჯერად, შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე დაფუძნებულ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ სარეცხი მანქანის გაწმენდას.
დროთა განმავლობაში სარეცხის მანქანაში წარმოიქმნება ნადები და სოკო.
თუ თქვენი სარეცხი მანქანის დოლურადან უსიამოვნო სუნი გამოდის ან სარეცხი მანქანის კარის რეზინზე გაჩნდა ნადები, მიუთითებს, რომ მანქანის გაწმენდის დროა. თქვენი დამხმარე კი არის სოდა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 სახის სოდა:
- საკვები სოდა სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ ვერ ასუფთავებს ძველ, კრისტალიზებულ წარმონაქმნებს.
- კალცინირებული სოდა კი საკმაოდ აგრესიული ფხვნილია და კარგად ასუფთავებს ძველ, კრისტალიზებულ წარმონაქმნებსა და ბაქტერიებს.
შემოგთავაზებთ სოდის გამოყენების 2 მეთოდს:
- მოამზადეთ 1 წილი სოდისა და 1 წილი წყლის ნარევი, ანუ თუ აიღებთ ნახევარ ჭიქა სოდას, დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ღრუბელი ან ტილო და გაწმინდეთ დოლურა, კარის რეზინი, უჯრა, სადაც ყრით ფხვნილს. სამოქმედოდ დატოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ ცარიელი მანქანა ჩართეთ სწრაფი რეცხვის რეჟიმზე.
- ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში ჩაყარეთ 500 გრ საკვები სოდა, ხოლო ბარაბანში შეასხით 1 ლ 9%-იანი სუფრის ძმარი (1 წილ ძმრის ესენციას დაამატეთ 7 წილი წყალი და მიიღებთ 9%-იან ძმარს). ჩართეთ ცარიელი მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ:
- გარეცხვამდე თეთრი ნივთები 2 საათით ჩაალბეთ სოდიან ხსნარში. 3 ს. კ. სოდა გახსენით 10 ლ-მდე თბილ წყალში.
- თუ თქვენი სამზარეულოს ტილოები ძალიან არის დალაქავებული მოამზადეთ მათეთრებელი ხსნარი. ნახევარი კალაპოტი სარეცხი საპონი გახეხეთ სახეხზე და გახსენით 5-6 ლ წყალში, დაამატეთ 2 ს. კ. კალცინირებულ სოდა და მოურიეთ. ხსნარში ჩაყარეთ სამზარეულოს ტილოები და გამოხარშეთ. ადუღეთ 20 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, თბილს დაამატეთ სარეცხის ფხვნილი და გარეცხეთ ხელით ან მანქანით.