საკვები ნივთიერებებით მდიდარი ბრინჯი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც საოცრებებს ახდენს კანისთვის. უძლიერესი ანტიოქსიდანტების წყალობით ბრინჯი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, იცავს კანს მზის სხივების ზემოქმედებისგან.
შემოგთავაზებთ ბრინჯის ბაზაზე მომზადებული კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ღრმა ნაოჭების შემცირებას, ნაწიბურების გაქრობას და კანის სხვა პრობლემების აღმოფხვრას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბრინჯი 3 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- რძე 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ბრინჯი გარეცხეთ დაასხით 600-700 მლ წყალი და მოხარშეთ. მზა მასა გადაიტანეთ საწურზე. ბრინჯის ნახარში არ გადაღვაროთ.
- ბრინჯს დაამატეთ თბილი რძე, თაფლი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ გაშრობამდე. ნიღაბი ჩამოიბანეთ ბრინჯის თბილ-თბილი ნახარშით. ბრინჯის ნახარშს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. აქრობს ნაოჭებს, ხსნის ანთებას, ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
ბრინჯის ნიღაბი გაიკეთე კვირაში ერთხელ.