შემოგთავაზებთ ფრანგული დესერტის, ,,კლაფუტის“, რეცეპტს. ალუბლის სველი და ნაზი ,,კლაფუტი“ უგემრიელსია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 125 გრ
- ფქვილი 60 გრ
- ნაღები 10-12%-იანი ცხიმიანობის 200 მლ
- რძე 100 მლ
- კვერცხი 2 ცალი (მთლიანად) და 3 ცალი კვერცხის გული
- ვანილი
- ალუბალი 300-400 გრ
გამოსაცხობად გამოიყენეთ 24 სმ დიამეტრის ფორმა. ნაღები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ცხიმიანი რძისა და 30 გრ გამდანარი კარაქის ნარევით.
მომზადების წესი:
- აურიეთ შაქარი, ფქვილი და ვანილი.
- დაამატეთ რძე, ნაღები, 2 კვერცხი (მთლიანად), 3 კვერცხის გული და მოამზადეთ ცომი.
- მზა ცომი 1-1,5 საათით შედეთ მაცივარში.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და ისიც მაცივარში შედეთ.
- ალუბალი გარეცხეთ, გაარჩიეთ და დაკურკეთ.
- ფორმაზე დაასხით ცომის ნახევარი და 5-7 წუთი შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, ცომზე გაანაწილეთ ალუბალი და დაასხით ცომის დარჩენილი ნაწილი. ფორმა 50 წუთით შედეთ ღუმელში.
უნაზესი, საოცრად არომატული დესერტი გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!