უამრავი სასარგებლო ელემენტით მდიდარი ალოე უნიკალური მცენარეა, რომელიც საოცრებებს ახდენს კანისთვის.
- ალოე კურნავს მცირე დამწვრობებს
- გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების პროფილაქტიკისთვის
- მოგაშორებთ ფეხზე წყლულებს, სოკოს
- კურნავს აკნეს
- კანს უნარჩუნებს ტენიანობას
- გარდა ამისა, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და დაგიამებთ ვარიკოზული ვენებით გამოწვეული ტკივილს
თუ გაყინავთ ამ უებარ მცენარეს, შეუნარჩუნებთ ყველა სასარგებლო თვისებას და მნიშვნელოვნად გაამარტივებთ გამოყენებას.
პირველ რიგში, ბასრი დანის საშუალებით მოაშორეთ კანი, ამოიღეთ რბილობი და გაანაწილეთ ყინულის კუბების ფორმებში. კონტეინერი შედეთ საყინულეში.
ყოველ დილა-საღამოს დაბანვის ნაცვლად სახე და კისერი გაიწმინდეთ გაყინული გელით. ალოე ჭიმავს კანს, ავიწროებს ფორებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ატენიანებს კანს. დნობის პროცესში წყალს უფრო მეტი ბიოლოგიური აქტივობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ წყალს. გარდა ამისა, კანის მკვეთრი გაგრილება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
შეგიძლიათ ალოესთან ერთად გაყინოთ კიტრის წვენი. მოცემული კომბინაცია ამცირებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებს.
ყინულის კუბები მოამზადეთ სხვადასხვა ბალახების ნაყენით. მაგალითად, მშრალი კანის გასაწმენდად გამოიყენეთ პიტნისა და მრავალძარღვას ნაყენი, ხოლო ნორმალური კანს შეესაბამება გვირილის ნაყენი.