გაცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თავს გრძნობთ ამაყად, რადგან იცით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებით.
დაფიქრებულხართ თუ რატომ გტკივათ ფეხები, როდესაც ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ? პასუხი მარტივია. დღის 80%-ს ატარებთ ფეხსამელში. ამას დაამატეთ თქვენი წონა. ამავე დროს მოძრაობის დროს დიდი ზეწოლა მოდის ტერფებზე. თქვენ გრძნობთ დისკომფორტს თითებში, ქუსლებში და გიშეშუპდებათ კოჭები.
არსებობს პრევენციული ზომები და საშინაო საშუალებები, რომლებიც ძალიან ეფექტურია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შედეგად მიღებული ტკივილის შესამსუბუქებლად.
მოცემული საშუალებები მოგანიჭებთ უდიდეს შვებას კიდურებში განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების დროს, როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
1. პიტნის ზეთი
პიტნის ზეთი ნატურალური პროდუქტია, რომელსაც გამაგრილებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. თქვენს საყვარელ კრემს დააამატეთ პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთი და წრიული მოძრაობებით ფთხილად დაიმასაჟეთ ფეხები, დაწყებული თითებიდან ქუსლებამდე. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე იგრძნობთ შეღავათს.
2. სიცივე და სითბო
ტემპერატურის კონტრასტი ხელს უწყობს სისხლის ნაკადს და ანთების აღმოფხვრას. ტერფებზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი, შემდეგ კი დაიდეთ ყინული. ცვალეთ ყოველ 5 წუთში. შედეგად კი შეამცირებთ ტკივილს, შეშუპებასა და დაღლილობის შეგრძნებას.
3. ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო ნაზავი
ნაზავი გამოიყენეთ ყოველ საღამოს, გაიკეთეთ მასაჟი და ხელი შეუწყვეთ სისხლის მიმოქცევას.
ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კურკუმა 1 ჩ. კ.
- წითელი წიწაკა 1 ჩ. კ.
- შავი წიწაკა 1 ჩ. კ.
- ქოქოსის ზეთი 100 მლ
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები, აურიეთ და 1 საათის განმავლობაში დადგით ორთქლის აბაზანაზე. გააციეთ და გადაწურეთ ზეთი. დაამატეთ ფუტკრის გამდნარი ცვილი, კაკაოს კარაქი და კარგად აურიეთ. ბალზამი წაისვით კუნთებზე და ნაზად შეიზილეთ.
ეს საშუალებები მართლაც ძალიან ეფექტურია, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. ცადეთ, პირობას გაძლევთ, არ ინანებთ!