ბანანის უნაზესი და უგემრიელესი ღვეზელი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია

ბანანი საოცრად არომატული და გემრიელი ხილია. საოცრებაა ბანანით მომზადებული დესერტები. ამჯერად, შემოგთავაზებთ უნაზესი და უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ფქვილი 300 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • 3 კვერცხის გული
  • გამაფხვიერებელი ჩაის კოვზამდე
  • მწიკვი ვანილი
  • ბანანი 3 ცალი

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არაჟანი (უცხიმო) 1 ჭიქა
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.

კრემისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 კვერცხის ცილა
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ვანილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. კვერცხის გულებს დააყარეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი, გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ მიქსერით.
  2. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.  უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. ცომი 15 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. ბანანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
  4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე  თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც. ზემოდან მოაწყვეთ ბანანის ნაჭრები (მოიტოვეთ ცოტა).
  5. არაჟანს შეათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ბანანზე თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და ღვეზელი შედეთ 20 წუთით.

ამასობაში ამზადებთ კრემს:

  1. 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ვანილი.
  2. ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან. ღუმელი არ გამორთოთ. შიგთავსზე გადაუსვით ცილა და გააფორმეთ ბანანის ნაჭრებით. შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ქოქოსის ან ნუშის ფანტელი და 3-5 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში.

ღვეზელი გამოდის ფანტასტიური, ჰაეროვანი. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!