4 იდეალური ხრიკი თქვენი კანის გაჯანსაღების და გალამაზებისთვის

ამ სიაში წარმოგიდგენთ იმ იდეალური სახის ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც თქვენს კანს და სახეს უფრო ახალგაზრდულ, ლამაზ და მოვლილ იერს მიანიჭებს:

ნიღაბი სახის თმის მოსაშორებლად

ინგრედიენტები:

  • 10 გრამი ლიმნის წვენი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 30 გრამი ფქვილი

აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში სქელი პასტის მისაღებად და წაისვით ის სახეზე. დააცადეთ გაშრობა 15 წუთით და შემდეგ მოიშორეთ პირსახოცის მკვეთრი ჩამოსმით, თმის ზრდის მიმართულებით.

ასპირინის და ლიმონის დაბერების საწინააღმდეგო კრემი

ინგრედიენტები:

  • 3 ასპირინი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

გახსენით ასპირინი ლიმონის წვენში და აურიეთ პასტის მისაღებად. დაიბანეთ სახე და წაისვით მასზე პასტა, დატოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ბევრი წყლის დახმარებით.

იოგურტის, თაფლის და ასპირინის გამაჯანსაღებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 5 ასპირინი
  • 1 ს/კ იოგურტი
  • ნახევარი ს/კ თაფლი

დაფშხვენით ასპირინი და კარგად აურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან. დაიდეთ სახეზე თბილ წყალში ამოვლებული ნაჭერი ფორების გასახსნელად, შემდეგ მოიცადეთ მის გაშრობამდე და მერე წაისვით ნაზავი სახეზე. დატოვეთ ასე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამქერცლავი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 3 ასპირინი
  • 3 ს/კ თბილი წყალი

გახსენით ასპირინი წყალში პასტის მისაღებად და წაისვით ნაზავი სუფთა სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა ახალი წყლით.