მარტივი „წვნიანის“ დიეტა მოხდენილი ფორმების მისაღებად

მკაცრი დიეტის დაცვა ყველა ქალს არ შეუძლია, მაგრამ მოხდენილი ფორმების ქონა ყველას სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიმალური მენიუს ვარიანტი უნდა შეარჩიოთ, რომელიც არა მხოლოდ წონის გარკვეულ ჩარჩოში შენარჩუნებსი, არამედ დაკლების საშუალებასაც მოგცემთ. გთავაზობთ მარტივ დიეტას, რომელიც მრავალფეროვან წვნიანებს, ბოსტნეულსა და ხილს შეიცავს.

ასეთი კვების სისტემა ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების შესახებ სრულად აკმაყოფილებს.

დღე პირველი

ახალი კვირა წვნიანით და ხილით დაიწყეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ხილი. ჩაი რძის და შაქრის გარეშე დალიეთ. კარგი იქნება, თუ რაციონს ყოველგვარი დანამატის გარეშე შტოშის წვენს დაუმატებთ. სუფთა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

დღე მეორე

მთავარი კერძი კვლავ წვნიანია. მეორე კერძის სახით ახალი ან დაკონსერვებული ბოსტნეული, ასევე მწვანილი გამოიყენეთ. მენიუდან პარკოსანი პროდუქტები გამორიცხეთ, თქვენს დიეტაში მათი ადგილი არაა. დესერტი – მწვანე ვაშლი (დღეში 3-ჯერ). სითხის სახით კი წყალი დალიეთ.

დღე მესამე

წვნიანი, ხილი (ბანანის გარდა) და ბოსტნეული მიირთვით. ბევრი წყალი და ახალ დაწურული წვენი დანამატების გარეშე დალიეთ. ამ დროს მინიმუმ 2 კგ უკვე დაკლებული უნდა გქონდეთ.

დღე მეოთხე

მესამე დღის მსგავსი მენიუ. შეგიძლიათ რაციონს ადრე აკრძალული ბანანი, ბარდა და ლობიო მცირე რაოდენობით დაუმატოთ.

დღე მეხუთე

წვნიანი აუცილებლად. შეგიძლიათ ცოტა მოხარშული ძროხის ხორცი (დღეში 200 გრ) და პომიდორი (ახალი თუ დაკონსერვებული მნიშვნელობა არ აქვს) დაუმატოთ. დღის განმავლობაში 1,5 ლ წყალი უნდა დალიოთ.

დღე მეექვსე

წვნიანი კვლავ მთავარ კერძს წარმოადგენს. შეგიძლიათ მოხარშული ძროხის ხორცი დაუმატოთ. სასურველია ფურცლოვანი ბოსტნეული მიირთვათ. წყალი და მწვანე ჩაი შაქრის და რძის გარეშე დალიეთ.

დღე მეშვიდე

მეექვსე დღეში შემავალ პროდუქტებთან ერთად შეგიძლიათ სიმინდი და ყავისფერი ბრინჯი მიირთვათ. სითხიდან კი: წყალი, უშაქრო ჩაი და შტოშის წვენი.

რაც შეეხება წვნიანს, ის მინიმალური რაოდენობის ცხიმით მზადდება. სჯობს დიეტური რეცეპტით მოამზადოთ, რომელიც ბოსტნეულსა და მწვანილზე იქნება დაფუძნებული. დიეტის დასაწყისში წვნიანი დღეში მინიმუმ 3-ჯერ უნდა მიიღოთ. ბოლო დღეებში კი დღეში მინიმუმ 1-ელ მაინც უნდა მიირთვათ.

დიეტის დროს მენიუდან შაქარი, პური, გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვადასხვა სახეობის ტკბილეული უნდა გამორიცხოთ.