ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს დაბერების პროცესის შეჩერება, მაგრამ ყველა ქალს შეუძლია ასაკობრივი ცვლილებები უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახადოს.
მაღაზიებში კოსმეტიკური საშუალებების დიდი ასორტიმენტის მიუხედავად, ქალები უპირატესობას ნაოჭების წინააღმდეგ სწორედ ხალხურ საშუალებებს ანიჭებენ. ეს პროდუქტები ადვილად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთაა. ამ სტატიაში გთავაზობთ ბუნებრივი კრემებისა და ნიღბების რეცეპტებს ნაოჭებთან გასამკლავებლად.
ხალხური საშუალებები თვალების ქვეშ არსებული ნაოჭებისთვის
პურის ნიღაბი ძალიან ეფექტური ხალხური საშუალებაა თვალების ქვეშ არსებული ნაოჭების წინააღმდეგ. ნიღაბის დასამზადებლად დაგჭირდებათ: თეთრი პურის რბილობი და თბილი გამდნარი კარაქი.
პურის რბილობი თბილ გამდნარ კარაქში ჩაალბეთ, შემდეგ დაიდეთ კანზე თვალების ირგვლივ და თანაბრად გადაანაწილეთ. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანოთ. ეს ნიღაბი უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, კვირაში 1-2-ჯერ.
თვალების ირგვლივ არსებული ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი
1 ჩ.კ. გამხმარ ცაცხვს შეურიეთ 1 ჩ.კ. გამხმარი გვირილა და დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. 20 წუთის შემდეგ გაწურეთ ნაყენი, დაუმატეთ 1 ს.კ. კარაქი და კარგად მოურიეთ.
მიღებული კრემი ძილის წინ წაისვით თვალების გარშემო ყოველდღიურად. კრემი მაცივარში უნდა შეინახოთ არა უმეტეს 5 დღისა.
ხალხური საშუალებები შუბლის ნაოჭებისთვის
საფუარის ნიღაბი ძალიან ეფექტური ხალხური საშუალებაა შუბლის ნაოჭების წინააღმდეგ. საფუარს B ვიტამინის მაღალი შემცველობა აქვს, რომელიც ატონიზირებს ჩვენს კანს.
რეცეპტი: საფუარი რძეში კარგად გახსენით. მიღებული ერთგვაროვანი ნაზავი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ ნაოჭების ადგილზე და 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ეს ნიღაბი არბილებს კანს და ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.
ლობიო შუბლის ნაოჭებისთვის
მოხარშეთ ლობიო, გახეხეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ლაიმის წვენი და ნაოჭებზე წაისვით.
ასეთი ნიღაბის რეგულარული გამოყენება კვირაში 2-ჯერ დაგეხმარებათ 1-2 თვეში მოიშოროთ ნაოჭები.
ალოე თაფლით
1 ს.კ. თაფლი გაათბეთ თხევად კონსისტენციამდე, დაუმატეთ 2 ს.კ. ალოეს წვენი და მოურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
ბუნებრივი ზეთები ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ
აიღეთ თითო სუფრის კოვზი ხორბლის სანაყოფე კვირტის, ჟოჟობასა და ავოკადოს ზეთი. შეურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ 4 წვეთი ვარდის ხის ზეთი და 3 წვეთი ლავანდას ეთერზეთი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.
ეს ნაზავი მხოლოდ იმ ნაოჭების ადგილზე უნდა წაისვათ, რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რეცეპტები დაგეხმარებათ არასასურველი ნაოჭების გაქრობაში, რათა თავი ბევრად უფრო ახალგაზრდულად და მიმზიდველად იგრძნოთ!